21 აპრილი, 2018

ნატალია ქუთათელაძის წარმატება საოპერო ხელოვნებაში

ნატალია ქუთათელაძის წარმატება საოპერო ხელოვნებაშინატალია ქუთათელაძე საოპერო ხელოვნებას ჯულიარდის სკოლაში ეუფლება და ამ ჯადოსნურ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამს.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლა საკმაოდ რთულია.

ნატალიამ კოლეგებთან ერთად ჟან ფილიპ რამოს პირველ ოპერაში “იპოლიტი და არისი” მიიღო მონაწილეობა, სადაც ფედრას პარტია შეასრულა, სამი სპექტაკლი ზედიზედ იმღერა და უცხოელი ჟურნალისტების ყურადღებაც დაიმსახურა.

როგორც უცხოური გამოცემა წერს, მეცო სოპრანო ნატალია ქუთათელაძე ღვთიური ნიჭით არის დაჯილდოვებული და მისი შესრულების მანერა ყველასგან გამორჩეულია.