9 აპრილი, 2018

ლეილა აბაშიძის აუსრულებელი სურვილი

ლეილა აბაშიძის აუსრულებელი სურვილი კინომსახიობი ლეილა აბაშიძე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა და სამწუხაროდ, მას აუსრულებელი სურვილი დარჩა.

ნიკოლოზ წულუკიძე, თეატრმცოდნე:

“არცერთ ქალს, ქართულ კინოში იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც ლეილა აბაშიძეს. ყველაზე მოკრძალებული არტისტი, რომელიც არავისგან არაფერს ითხოვდა! ამიტომ ჩვენც არ ვაფასებდით ისე, როგორც ეს დიდ არტისტს შეეფერებოდა. ბოლოს პატრიარქთან შევხვდი, ფეხები აწუხებდა. ყველაზე მეტად კინოში 30 წლიანი დუმილის დარღვევა უნდოდა. არც ეს სურვილი აუსრულდა…”

მამუკა ლომაშვილი, რეჟისორი: ·

“ვაჭრელებთ ახლა კედლებს – ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა… ჯერ შემოქმედებითად დავსაჯეთ, მერე საერთოდ… მაგ დონის კინომსახიობი ჩვენ არ გვყოლია.. დონა ლეილა – ასე იხსენიებდნენ ევროპაში… არავინ დაწეროს ბიძინა 1000 ლარს ხომ უხდიდაო… არავის დასახმარებელი მას არ სჭირდა, პირიქით, ასეთი დონის ვარსკვლავები თვითონ უნიშნავენ ხოლმე პრემიებსაც და ფულად ჯილდოსაც… რა გინდა რომ ქნა? გახსენებისა და პატივის მიგების გარდა…”