15 აპრილი, 2018

ლა სკალას აკადემიის კონკურსში ქართველებმა გაიმარჯვეს

ლა სკალას აკადემიის კონკურსში ქართველებმა გაიმარჯვესლა სკალას აკადემიაში სწავლა ნებისმიერი მომღერლის სანუკვარი ოცნებაა, რადგან იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვებათ.

აკადემიამ ორწლიანი სასწავლო კურსისთვის კონკურსი გამოაცხადა. ლა სკალას აკადემიის 2018/2020 წლის სასწავლო კურსის გამარჯვებულ 8 სტუდენტს შორის ორი ქართველი მოხვდა. რჩეულ სტუდენტთა შორის გიორგი წამალაშვილი და ცისანა გიორგაძე აღმოჩნდნენ.