20 აპრილი, 2018

იცით ვინ იყო ზაქარია ჭიჭინაძე?

იცით ვინ იყო ზაქარია ჭიჭინაძე?– თვითონ გაჭირვებული, ყველას უშურველად უმართავდა ხელს, – ასეთი იყო ზაქარია ჭიჭინაძე, რომელსაც სრულიად დამსახურებულად უწოდებენ წიგნის კაცს:

“ის იყო მეწიგნე, გამომცემელი, ძველ ხელნაწერთა ჭირისუფალი, ქართველ მაჰმადიანთა გულშემატკივარი, სემინარიელებზე მზრუნველი, არალეგალურ წიგნთა მცველი და გამავრცელებელი, მუშა-ხელოსანთა მასწავლებელი და აღმზრდელი, ქართული ენისა და მწერლობის ქომაგი.

თვითონ გაჭირვებული, ყველას უშურველად უმართავდა ხელს, მაგრამ ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული მიზანი და მოვალეობა იტვირთა: ის იყო ქართველ კათოლიკეთა, ქართველ მაჰმადიანთა, ებრაელთა და გრიგორიანთა ეროვნული ერთიანობის მქადაგებელი და მათზე მზრუნველი.”

1922 წლის 19 თებერვლის გაზეთი “კომუნისტი” ზაქარია ჭიჭინაძეზე წერდა:

“ის ცოცხალი მატიანეა ჩვენი მწერლობის და ვისაც სურს გაიგოს ჩვენი აზრის განვითარების ისტორია, ის ზაქარიას ვერ ასცდება.”