მომღერალი თემურ წიკლაური ქართველებისთვის ყველაზე გემოვნებიანი და გულწრფელი მომღერალია.
მას მიაჩნია, რომ ყოველთვის უნდა იყოს იქ, სადაც მის სამშობლოს და მის თანამემამულეებს სჭირდებათ.
ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გვერდი ვერც თემურ წიკლაურმა აუარა და საქართველოს ტკივილიან თემას – ოკუპაციასა და სამშობლოსთვის შეწირულ გმირებს ემოციური სიმღერა ”ამას სჯობია…” მიუძღვნა.
სიმღერის ავტორი დავით არჩვაძეა, ტექსტი პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა დაწერა, სიმღერა კი დავით უგრეხელიძის სტუდიაში ჩაიწერა.