9 აპრილი, 2018

თემურ ყვითელაშვილი 9 აპრილზე

თემურ ყვითელაშვილი 9 აპრილზევირტუოზი გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ეხმაურება.

“გვფარვიდე უფალო” (9 აპრილი) – ასე ეწოდება სიმღერას, რომელიც მუსიკოსმა ამ მძიმე დღეს მიუძღვნა.

სიმღერის ავტორი კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილია, ლექსი ირმა გურიელს ეკუთვნის, გიტარა, ვოკალი და იმპროვიზაცია კი – თემურ ყვითელაშვილს.

“უფალო, გავედრებ ჩემს მამულს ცრემლიანს, გვაკმარე დარდი და წუხილი. უფალო, წამებულ სულებსაც გავედრებ, იქნება არიან დაღლილნი… სულები მეწამულ სამოსში სამართლს ელიან,” – ეს არის მცირე ამონარიდი სიმღერიდან, რომელიც 9 აპრილის გმირებს ეძღვნებათ.