17 აპრილი, 2018

დაშენება ნარიყალას გალავანზე

ნარიყალას გალავანს დაშენებას უკეთებენუკანონო აშენება-მიშენება-მოშენება-დაშენება საქართველოში ნგრევასთან ერთად საკმაოდ აქტუალურია.

ბევრმა კულტურულმა ძეგლმა თვითნებური მიშენებით, აშენებითა და დაშენებით პირველყოფილი სახე დაკარგა.

გამონაკლისი არც ნარიყალას გალავანია, სადაც დაშენება მიმდინარეობს. ლელა დოლაკიძის ინფორმაციით, ნარიყალას გალავნის მარცხენა კედელს დაშენებას უკეთებენ.

ლელა დოლაკიძე:

“ბევრი ვიყვირე ნარიყალას გამო, მაგრამ ხმა მღაღადებლისა, კი ვიცით რაც ჩაიდინეს იქ… გალავნის მარცხენა კედელს დაშენებას უკეთებენ და მარჯვნივ დამხმარე შენობას თხრიან…”