14 აპრილი, 2018

ბარბარიზმები, რომლებიც ქართულ ენას ამახინჯებენ

ბარბარიზმები, რომლებიც ქართულ ენას ამახინჯებენბარბარიზმები ქართულ ენაში ყოველთვის გვხვდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში პრობლემა ეს კიდევ უფრო აქტუალურია.

რუსულიდან შემოტანილ ბარბარიზმებს, ინგლისურიდან შემოტანილი ბარბარიზმები დაემატა, რამაც ქართული ენა კიდევ უფრო დაამახინჯა.

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი გვთავაზობთ 10-10 ბარბარიზმს, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ და რუსულიდან და ინგლისურიდან შემოვიტანეთ:

რუსულიდან შემოტანილი 10 ბარბარიზმი:

1. პროსტა – უბრალოდ
2. ვაბშე – საერთოდ
3. კაროჩე – მოკლედ
4. ხარაშო – კარგი
5. ბლანდინკა – ქერა
6. რიჟა – წითური, ჟღალი
7. ზაგარი – ნამზეური
8. კანეშნა – რა თქმა უნდა
9. ვსიო – მორჩა
10. პრობკა – საცობი
ცხადია, ამის გარდა სხვა ბევრი რუსული ბარბარიზმიც გვაქვს, მაგალითად, სვეტაფორი, კალოდკა, კანატკა, ჟუვაჩკა და ასე შემდეგ.

ინგლისურიდან შემოტანილი 10 ბარბარიზმი:

1. ლაითი – მსუბუქი
2. ლოკაცია – ადგილი, ადგილმდებარეობა
3. ავთენტური – ნამდვილი, პირველწყარო, ძირძველი, სარწმუნო (შინაარსს გააჩნია)
4. ივენთი – ღონისძიება
5. პრეზენტაცია – წარდგენა, წარდგინება
6. სფიჩი – სიტყვა
7. ტრანსფარენტული – გამჭვირვალე
8. დალაიქება – მოწონება
9. გაშეარება – გაზიარება
10. სენსიტიური – მგრძნობიარე
არ შეიძლება, არ ვთქვა, რომ ძალიან მაღიზიანებს სიტყვა კრეატიული, რომელიც ქართულად შემოქმედებითს ნიშნავს. ასევე, ავტობანი, რომელიც ჩქაროსნული გზატკეცილია, დედლაინი, რომელიც ბოლო ვადას ნიშნავს და ასე შემდეგ.