3 აპრილი, 2018

ასე ჟღერს ჯანსუღ კახიძის “მრავალჟამიერი” ორღანის თანხლებით

მოგისმენიათ ჯანსუღ კახიძის "მრავალჟამიერი" ორღანის თანხლებით?“მრავალჟამიერი”, “მოვა მაისი”, “მგზავრული”, “წამოკრული”, “ოღონდ შენთან მამყოფინა”, “მთაწმინდის მთვარე”, “ჰერიო ბიჭებო”, “საზამთრო” – ეს ჯანსუღ კახიძის სიმღერების არასრული ჩამონათვალია.

“პატარა თუთარჩელამ” მისი ხელმძღვანელის თამარ ბუაძის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში, ქალაქ ლუცერნში ჯანსუღ კახიძის “მრავალჟამიერი” გრანდიოზულ ორღანთან ერთად შეასრულა და ამ არაჩვეულებრივ ნაწარმოებს სულ სხვა ჟღერადობა მიანიჭა.