19 მარტი, 2018

SOS! – ასეთ დღეშია კინოსტუდიის ისტორიული შენობა

 ასეთ დღეშია კინოსტუდიის ისტორიული შენობა – SOS! კინოსტუდიის შენობას გარედან ღობე აქვს შემოვლებული, დიდი ხანია, ისე, რომ ძნელია მიხვედრა, რა ხდება ღობის შიგნით, – ასეთ მდგომარეობაშია თბილისში მდებარე კინოსტუდიის ისტორიული შენობა.

ბაბი თურქია:

“თუ შეიხედავთ ღობის შიგნით, დაინახავთ, რომ შენობის გასწვრივ გათხრილია ღრმა საძირკველი და მთლიანად გაშიშვლებულია კინოსტუდიიის აგურის ფუნდამენტი, რომელსაც აწვიმს და ათოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძეგლი დასანგრევადაა განწირული.

არ ვიცით, ისევ გაყიდეს თუ ყიდიან. ფაქტია, რომ დასანგრევად მოამზადეს, თუმცა, ყველამ იცის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მფლობელს აქვს ვალდებულება სრულად შეინარჩუნოს და დაიცვას ეს ძეგლი.

რეალურად ღობე მიაფარეს, რომ ვერ დაგვენახა. რა ხდება და საძირკველი გააშიშვლეს. მალე, ალბათ, იტყვიან, შეონობა თავისით დაინგრა და ახალი უნდა აშენდესო. სავარაუდოდ, სახურავიც ახდილია, რათა უფრო მალე დაინგრეს.”

 ასეთ დღეშია კინოსტუდიის ისტორიული შენობა

 ასეთ დღეშია კინოსტუდიის ისტორიული შენობა