18 მარტი, 2018

ქეთევან კიკნაძე: “ღმერთო, დაიფარე ეს ხალხი”

ქეთევან კიკნაძემსახიობი ქეთევან კიკნაძე მთაწმინდის პანთეონის ძირში არსებულ საშიშროებაზე საუბრობს და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა მოსალოდნელი უბედურება თავიდან ავიცილოთ:

“ღმერთო, დაიფარე ეს ხალხი, კლდეზეა დაკიდებული სახლები, როგორ სძინავს იქ ხალხს, ნუთუ არ ნახა კალაძემ, ნეტავ წაიკითხოს ეს, კლდეა გამოთხრილი, იქ სასწრაფოდ უნდა აშენდეს ჯებირი და მერე სახლი, ქანებია ერთმანეთზე დალაგებული.

მე არა ვარ არქიტექტორი, მაგრამ მესმის ეს უფრო საშიშია, ვიდრე მასიური ლოდები. ერთი უბედურება უკვე მოხდა მთაწმინდაზე, ეს არ კმარა სამაგალითოდ? ეს ხდება მთაწმინდის პანთეონის ძირში. იქ გავლაც კი საშიშია.”