5 მარტი, 2018

ქეთევან კიკნაძე რუსეთის ამაგის დავიწყებას არ გვირჩევს

ქეთევან კიკნაძემსახიობი ქეთევან კიკნაძე რუსეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული ამაგის დავიწყებას არ გვირჩევს და მიაჩნია, რომ ბევრი რამ ჩვენი ქვეყნის წინსვლის საქმეში სწორედ რუსეთის დამსახურებაა.

ქეთევან კიკნაძე:

“უნდა დავივიწყოთ ის გამანადგურებელი პოლიტიკა, რაც ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას ხელს უშლის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ როგორც ერი თუ გადავრჩით, ეს რუსეთის დამსახურებაა, რომ აჭარა რუსეთმა დაგვიბრუნა.

ჩვენს ქვეყანას იცნობს მსოფლიო, როგორც ძველი კულტურის ქვეყანას, სუხიშვილების საგასტროლო პერიოდი რუსეთის დამსახურებაა, მსოფლიო ტაშს გვიკრავდა და ჩვენც აღფრთოვანებული ვიყავით. ჩვენმა თეატრალურმა ხელოვნებამ აღტაცებაში მოიყვანა მსოფლიო, ჩვენს კინოს აფინანსებდა და ქართული “კინოს ფენომენზე” მოიხსენიებდნენ საქართველოს.

არ გვთხოვენ ბატონო სიყვარულს, მხოლოდ ნუ დათესავთ სიძულვილს, არ შეიძლება მეზობელი ქვეყანა მტრულად განაწყო.”