6 მარტი, 2018

სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი უტკბილესი სიმღერით

სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილიმომღერლები სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი მარინა ბერიძესთან ერთად მთელ საქართველოში მოგზაურობენ და ახალი მუსიკალური შოუსთვის “მხოლოდ ქართული” საუკეთესო კონკურსანტებს არჩევენ.

შემოქმედებითი ჯგუფი ამჟამად სამეგრელოში იმყოფება. ზუგდიდში არაერთი კონკურსანტის მოსმენის შემდეგ, სოფოს და გიორგის მეგრული სიმღერის შესრულების სურვილი გაუჩნდათ და სიმღერა “ვა გიორქო მა” ექსპრომტად იმღერეს.