8 მარტი, 2018

სიმღერა, რომლის ჩაწერაც გოგი დოლიძემ ვერ მოასწრო

გოგი დოლიძემომღერალი გოგი დოლიძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ბევრი ლამაზი სიმღერა ჩაწერა. მათ დღესაც დიდი სიამოვნებით უსმენს ჭეშმარიტი ქართული სიმღერის მოყვარული მსმენელი.

სამწუხაროდ, მომღერალს დარჩა სიმღერები, რომელთა ჩაწერაც ვერ მოასწრო. ერთ-ერთი მათგანია “არ მაჩუქო ვარდები”, რომელიც გოგი დოლიძის ნაცვლად ლაშა ღლონტმა იმღერა.

ლაშა ღლონტი:

“ეს სიმღერა გოგის უნდა ჩაეწერა, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო.

მისი გარდაცვალებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ ქალბატონმა მარინა ლეკიშვილმა (ავტორი ცნობილი სიმღერისა ,,რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს”) მომცა უფლება, მემღერა ეს უთბილესი სიმღერა და მე ის გოგის ხსოვნას მივუძღვენი.

დღეს საუკუნის მომღერლის, გოგი დოლიძის გარდაცვალების დღეა!

გოგისნაირად ვერასოდეს, ვერავინ, ვერსად ვერ იმღერებს!”