12 მარტი, 2018

ოლეგ ტაბაკოვი გარდაიცვალა

ოლეგ ტაბაკოვი გარდაიცვალა82 წლის ასაკში ცნობილი რუსი მსახიობი ოლეგ ტაბაკოვი გარდაიცვალა.

მსახიობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადიოდა.

ოლეგ ტაბაკოვი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ის ოჯახის წევრების გარემოცვაში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ქეთი დოლიძე:

”ქართველების დიდი მეგობარი! პირველი ზარი 2008 წელს მისგან გაისმა!!!! სწორედ მან დარეკა უზომოდ შეძრულმა და შეწუხებულმა…”