20 მარტი, 2018

ანიტა რაჭველიშვილი: “ცოტა იაზროვნეთ რა!”

ანიტა რაჭველიშვილიოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი თავის ქვეყანას მთელ მსოფლიოს აცნობს და შეუდარებელი შესრულებით მონუსხულს ტოვებს უცხოელ მსმენელს.

ანიტა საქართველოს დიდი გულშემატკივარია და ქვეყანაში არსებული მდგომარეობაც აღელვებს. მომღერალი ჰაერის დაბინძურების გამო პროტესტს გამოთქვამს და საქართველოს მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს:

“საქართველოს მთავრობა, იმდენი განათლება და აზროვნების უნარი ხომ მაინც გაქვთ, რომ მიხვდეთ რამხელა ზიანს აყენებთ ქვეყანას და მოსახლეობას?! თქვენი თავი და თქვენი შვილები მაინც შეგეცოდონ, დანარჩენი ერი რომ საერთოდ არ გაინტერესებთ, ეს ისედაც ვიცით დიდი ხანია!

გგონიათ თქვენს ძვირადღირებულ ჯიპებში გადაადგილება გიშველით და გადაგარჩენთ დაავადებებისგან?!

შემოიღეთ ტექდათვალიერება და გააჩერეთ ეს საშინელი ჯოჯოხეთის მანქანები სანამ არ გაივლიან ტექდათვალიერებას!

ცოტა იაზროვნეთ რა!!!”