ძალიან მეამაყება – ხატია ბუნიათიშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, ლიზა ბათიაშვილი, ნინო გვეტაძე!

ანიტა რაჭველიშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ლიზა ბათიაშვილი, ნინო გვეტაძე ანიტა რაჭველიშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ლიზა ბათიაშვილი, ნინო გვეტაძე უცხოეთში მოღვაწე იმ ქართველი ხელოვანების მცირე ნაწილია, ვინც ჩვენი ქვეყნის სახელს კიდევ უფრო უთქვამს სახელს.

პიანისტი ნინო გვეტაძე სიამაყით წერს, რომ ევროპული პრესა ქართველებით არის აჭრელებული:

“ბოლო წლების განმავლობაში უკვე რამდენჯერ შემინიშნავს მსგავსი სურათი, გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა: 2 დღის წინ ჩემმა ჩამწერმა კომპანიამ კიდევ ერთი, ამჯერად ესპანური ჟურნალი “Scherzo” გამომიგზავნა ჩემი დისკის რეცენზიით, მაგრამ კიდევ უფრო ალბათ ის გამიხარდა, რომ ჟურნალის სხვა გვერდებზე ლიზას, ანიტას და ხატიას დისკებზე თუ კონცერტებზე წერენ!

მსგავს სიტუაციას გადავაწყდი, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ გერმანული ჟურნალი “crescendo” გადავშალე…

ძალიან მეამაყება და იმედი მაქვს, ევროპული პრესა კიდევ უფრო აჭრელდება სტატიებით ქართველ მუსიკოსებზე!”

ანიტა რაჭველიშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ლიზა ბათიაშვილი, ნინო გვეტაძე