შიო აბრახამია: “ვიდრე მუსიკოსებისთვის საგანგაშო სათქმელს ვიტყოდე…”

შიო აბრახამიაკამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის “სალხინოს სასახლის კამერატა” ინიციატორი და დირიჟორი შიო აბრახამია მუსიკოსების ყურადღებას მეტად მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს:

“ვიდრე მთავარ, მუსიკოსებისთვის (უმთავრესად ფოლკლორისტები, ან ხალხური სიმღერის შემსრულებლებისთვის) საგანგაშო სათქმელს ვიტყოდე, მცირე შესავალი:

მოლაპარაკება მაქვს ბუდაპეშტის კამერულ ორკესტრთან. (მის ხელმძღვანელთან). ეს მუსიკოსი მწერს, რომ მისდა სამარცხვინოდ, ჯეროვნად არ იცნობს საქართველოს, ქართულ კულტურას, ქართულ მუსიკას, თუმცა კარგად იცის ჩვენი სამხრეთელი მეზობლის ისტორია და მუს. კულტურა, სცოდნია, რომ რეგიონში პირველი ქრისტიანები არიან, რომ არაჩვეულებრივი კოპოზიტორები ჰყავთ (ამ საკითხში ვერ შეედავები ნამდვილად), და არ იცის აქვე, მისი მეზობელი ქვეყნის ეს ისტორია და სურს ვიკიპედიაში მოიძიოს ჩვენზე ყველაფერი, ვიდრე მე მას რამეს დავულინკავ.

ხოდა ამასობაში გადავწყვიტე, რომ თავად მომეძებნა ვიკიპედიაში რაიმე ინგლისურად ქართული ტრადიციული მუსიკის შესახებ (ბუნებრივია ინგლისურ ენაზე).

მე და ინგლისური ისე ვერ ვმეგობრობთ, როგორც თუნდაც მე და გერმანული, თუმცა ის წინადადება ნამდვილად გავიგე, სადაც აღმოსავლეთ საქართველოს მთის ფოლკლორის დღევანდელ შემსრულებლებად გვევლინებიან დავით კენჭიაშვილი და თეონა ქუმსიაშვილი (ღმერთმა აცხონოს ეს ქალბატონი, რა თქმა უნდა, არაფერს ვერჩოდი არც სიცოცხლეში და მით უფრო ახლა – განსვენებულს).

თუ რომელიმე მუსიკოსი ამას კითხულობთ, კომენტარების გარეშე თავად გექნებათ რეაქცია იმაზე, რომ ფოლკლორის შემსრულებლად ეს სახელები წერია და არა მაგალითად ………….. (სია უდიდესია).

მირჩიეთ, რომელი ობიექტური და ჩვენი მუსიკის ისტორიის რეალობის ამსახველი ინგლისურენოვანი სტატია გავუგზავნო დაინტერესებულ უნგრელ მუსიკოსებს?!

პ.ს. არაფერს ვერჩი ამ მომღერლებს, თუმცა უნგრელებმა რომ ეს სახელები ცალკე დაგუგლონ, ან იუთუბში გადაწყვიტონ რამე ქართულის მოსმენა მათი შესრულებით, იცით, რომ ისინი ფოლკლორულ მუსიკას ვერ მოისმენენ და როგორც ტრიო “მანდილმა” შექმნა ახალ თაობაში ქართულ ფოლკლორზე გარკვეული წარმოდგენა, იგივე არ მსურს ამ მაგალითზეც.

პ.პ.ს. იქნებ ეს ვიკიპედიური, ყველასთვის ხელმისაწვდომი ისტორიებიც გაკონტროლდეს ავთენტიკაზე ძიძგილაობის პარალელურად.”