ყვარელში კოშკი ჩამოინგრა

ყვარელში კოშკი ჩამოინგრაკახეთში, ქალაქ ყვარელში კოშკი ჩამოინგრა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისტორიული მნიშვნელობის კოშკი ინგრევა. გასულ წელს სვანეთში უძველესი კოშკი ჩამოინგრა.

საქართველოში უამრავი ეკლესია-მონასტერი, ციხე და კოშკია, რომლებსაც სიძველის გამო, სპეციალისტების დროული დახმარება სჭირდება.

ხშირად არქიტექტორების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების დაგვიანებულ ჩარევას სავალალო შედეგამდე მივყავართ, რისი თვალნათელი მაგალითიც ყვარლის კოშკია.