უცნობი ამბები ერეკლე მეფეზე

დღემდე უცნობი ამბები ერეკლე მეფეზედღემდე უცნობი ამბები ერეკლე მეფეზე უკვე საჯაროა. ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ გამოსცა წიგნი „მეფე ერეკლე ინგლისურ და ირლანდიურ პრესაში“. გამოცემაში შეტანილი ცნობების აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი მეცნიერებისა და საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.

ხელოვნების სასახლის ახალი გამოცემა „მეფე ერეკლე ინგლისურ და ირლანდიურ პრესაში“ გაყიდვაში გამოვიდა. ცნობები შეაგროვა, შესავალი და კომენტარები დაურთო გიორგი კალანდიამ. ცნობების აბსოლუტური უმეტესობა ქართველი მეცნიერებისა და საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი იყო. ეს არის 100-ზე მეტი ახალი ამბავი ქართველი ხელმწიფის შესახებ, რომელიც ინგლისური გაზეთების პირველ ან ძირითადი სიახლეების გვერდებზეა დაბეჭდილი”.

ინგლისურ პრესას არც ერთი ქართველი მონარქისადმი მსგავსი ინტერესი არ გამოუჩენია. საოცარია ინგლისელთა განსაკუთრებული და აღმატებითი დამოკიდებულება პატარა კახისადმი.

საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ ერთ მაგალითს: გაზეთი “London magazine or Gentleman’s monthly intelligencer”. 1755 წელი – “მეფე ერეკლე აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილი პრინცია! ასაკით 27 წლისაა. მისი გამაოგნებელი გულადობა შესანიშნავად ერწყმის მისივე ბრძენკაცულ სიმშვიდეს. უკიდეგანო გამოცდილება, უძლეველი ვაჟკაცობა, სანიმუშო ღირსება, კეთილშობილებით სავსე სამართლიანობა და უსაზღვრო სივრცე აზროვნებისა – მისმა ამ ღირსებებმა საკუთარი ხალხისა და ჯარისკაცების კერპად, მეზობლების აღფრთოვანების საგნად და მტრების შიშის ზარად”.

წიგნის მოიცავს 200-ზე მეტ გვერდსა და 100-ზე მეტ ფერად ილუსტრაციას. წიგნის ფასი 15 ლარია. იყიდება ხელოვნების სასახლის მაღაზიაში. კარგარეთელის ქუჩა 6.