ტარიელ ხარხელაური: “საქართველოვ, არ გრცხვენია?!”

16 მარტი, 2018

ტარიელ ხარხელაური– რაღა დაგვრჩა გარდა თმენის, შევეგუეთ სულში ფურთხვას, ნუ უყურებთ, საქართველო ისევ სხვის დაკრულზე ბუქნავს, – ასე იწყებს თავის ერთ-ერთ ლექსს პოეტი ტარიელ ხარხელაური და სამშობლოს გასაჭირზე წუხს:

“რაღა დაგვრჩა გარდა თმენის,
შევეგუეთ სულში ფურთხვას,
ნუ უყურებთ, საქართველო
ისევ სხვის დაკრულზე ბუქნავს.
შინ სტუმარი მასპინძელობს,
მე დასისხლულ მაჯებს ვლოკავ,
ტაში, ტაში საქართველოვ –
გააგრძელე ასე როკვა.
ნათელს ირგვლივ ბნელი მივსებს,
ცის ფერიც კი შეცვლილია,
შემოგევლე ისევ ისე, –
ისევ ისე გეშინია!…
ვლოცულობ და მძულხარ ცრემლო,
შენ მიქციე ყოფნა მწუხრად,
ნაცრად იქეც – საქართველომ
თუკი ახლაც დაიმუხლა.
ღამეა და ვდგავარ ცივად,
ქარებს მოაქვთ ხმა ვედრების,
სთქვი მამულო! – სადა გტკივა
წყლულზე წამლად დაგედები.
თქვი და,
თუნდაც ჩემს ცრემლიან
თვალებს შერჩეთ ფერი კეთრის,
საქართველოვ, არ გრცხვენია?!
ღმერთის, შემოგევლე, ღმერთის…”

გააზიარეთ

 
...