სამაგალითო თეონა კონტრიძე

თეონა კონტრიძე კემეროვოში დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად იმღერებსრუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე თავისი საქციელით ნამდვილად სამაგალითოა.

მომღერალმა გადაწყვიტა თავისი საქმიანობით მცირედი წვლილი შეიტანოს იმ გაუბედურებული ადამიანების ყოფის შემსუბუქებაში, რომლებსაც ოჯახის წევრები და ახლობლები კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის დროს გარდაეცვალათ.

29 მარტს თეონა კონტრიძე თავის ბენდთან ერთად სანკ პეტერბურგში კლუბ “კოსმონავტში” საქველმოქმედო კონცერტს გამართავს და შემოსულ თანხას ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გადასცემს.

თეონა კონტრიძე:

“არც მეხანძრე ვარ, არც ვიცე გუბერნატორი, არც ფსიქოთერაპევტი, მე მუსიკოსი ვარ და მინდა ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადო და გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა. ამიტომ უნდა მოვიკრიბო ძალა, ჩემს მუსიკოსებთან და ჩემს მსმენელთან ერთად ჩავატარო კონცერტი და რასაც მოვაგროვებთ, ამ ტრაგედიის დროს დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გადავრიცხოთ.”