ნანი ბრეგვაძე მოსკოვში

ნანი ბრეგვაძემიუხედავად იმისა, რომ ქართული ესტრადის დედოფლად წოდებული მომღერალი ნანი ბრეგვაძე 80 წელს გადასცდა, არაჩვეულებრივ ფორმაშია და კონცერტებსაც აქტიურად მართავს.

28 მარტს ნანი ბრეგვაძე 2-საათიან კონცერტს მოსკოვში, კროკუს სითი ჰოლში გამართავს. ამ კონცერტით მომღერალი საიუბილეო ტურს გახსნის.

საიუბილეო საღამოზე მასთან ერთად ეკა მამალაძეც იმღერებს. სპეციალური სტუმრები კი ნინო ქათამაძე, ვალერი მელაძე და თამარ გვერდწითელი იქნებიან. კონცერტზე სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.