ნანა ქავთარაშვილი: “ეს არის მარაზმი!”

16 მარტი, 2018

ნანა ქავთარაშვილი– ვერ ავხსენი სად მოვხვდი, კოშმარში მეგონა თავი… ხალხო, არ იქცევით კარგად და ვერ ხვდებით, დახშული გაქვთ გონება, – აცხადებს ოპერის მომღერალი ნანა ქავთარაშვილი:

“როგორ დავწერო, არადა მეზიზღება უკვე აქაურობა! ხალხო, არ იქცევით კარგად და ვერ ხვდებით, დახშული გაქვთ გონება. სიბნელეა ამ ქვეყანაში… ·

დღეს ფეხი გადამიტრიალდა ქუჩაში და დავეცი, ეტყობა ცუდ ფეხზე გავედი. ფაქტიურად ამოვკოტრიალდი. გასიებული მაქვს კოჭთან ვერ ვადგამ ფეხს. ძლივს მომიყვანეს სახლამდე. ცხარე ცრემლით ვტიროდი. ახლა ვისვენებ, მალამო მისვია. ეს რომ არ დავწერო, არ შემიძლია: სანამ ფეხი გამისივდებოდა, ტაქსით ერთ-ერთ კლინიკაში მივედი, ისედაც იქ მივდიოდი ფონიატრთან, ყინული მოვითხოვე ფეხი გადამიტრიალდა ვერ დავდივარ მეთქი და არავინ მომაქცია ყურადღება, ყველა თავის საქმით იყო გართული…

რაღაცა ზომბებივით მომეჩვენნენ, რომელთაც არ ანაღვლებთ არავის პრობლემა. სასწრაფო დახმარებას ვკითხე, რომელიც ეზოში იდგა, თუ ჰქონდათ ყინული და არ გვაქვსო. ორ აფთიაქში მივედი კოჭლობით, ყინული მომეცით-მეთქი და არ გვაქვსო.

ვერ ავხსენი სად მოვხვდი, კოშმარში მეგონა თავი. გავაჩერე ტაქსი და ოპერაში გავედი, რადგანაც რეპეტიციები მიმდინარეობს და უნდა დავსწრებოდი. ამასობაში ფეხი კიდევ უფრო გასივდა… ძლივს შევედი ოპერაში, იქვე ეზოში ბიჭები მომეხმარნენ და სახანძრო დახმარების თანამშრომელმა ვინმე თემურიმ, გაახაროს ღმერთმა, რომელმაც შემიყვანა ოპერის შენობაში, სასწრაფოდ მაცივრიდან გაყინული კოკა-კოლას ბოთლი გამოიღო და გაჭრა ცელოფანში გაახვია და ყინული ტერფზე დამადო. სკამზე მქონდა ფეხი შემოდებული კარგა ხანს, იქ სხვა თანამშრონელი გოგონაც იჯდა და ყველანაირად მომაქციეს ყურადღება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ!

ესენი არიან ოპერის სახანძრო დახმარების თანამშრომლები, ხოლო ექიმებით და ექთნებით გავსილ კლინიკაში და აფთიაქებში არანაირი დახმარება არ გამიწიეს. თითქოს არც ესმოდათ რას ვეუბნებოდი! ბოლოს ავდექი და გარეთ გამომაცილეს, ჯობია სახლში წაბრძანდეთ, დაისვენოთ და მალამოები წაისვათ, რეპეტიციაზე, რომ დარჩეთ, უარესად გაგისივდებათ ფეხიო. მარიამ როინიშვილი გამომყვა, მიმაცილა ტაქსამდე და ასე მოვაღწიე სახლამდე ცხარე ცრემლებით.

ახლა ვარ წამოწოლილი დივანზე გასიებული ფეხით და ველოდები ჩემი ოჯახის წევრებს, რომ გამიწიონ დახმარება. ამით მინდოდა მეთქვა, რომ ეს არის მარაზმი ქვეყანა ყველანაირი გაგებით და ეს თქვენც იცით! გაოგნებული ვარ ამ ხალხის იგნორით, რომელთაც მგრძნობელობა დაქვეითებული აქვთ ნულზე! ვერასოდეს წაგივათ საქმე კარგად, თუ არ განაღვლებთ სხვისი პრობლემა, არასოდეს არ იქნებით ბედნიერი ერი იმიტომ, რომ სხვა ფეხებზე გკიდიათ!

მაშინ, როცა წავიქეცი, ბელგიელი და რუსი ტურისტი მადგნენ თავზე და არ მიმატოვეს, სანამ არ ავდექი და ტაქსში არ ჩავჯექი, გამწმინდეს, მომეფერნენ, დამამშვიდეს და ისე გამომიშვეს!

იცოდეთ! ნურავის ნუ აბრალებთ, რატომ ხართ ცუდად, რასაც იმსახურებთ, ისეც მიგდით საქმე! ზომბებო!”

გააზიარეთ

 
...