მსახიობი ვეკო ბუჩუკური საფრთხეშია

მსახიობი ვეკო ბუჩუკური სიმსივნეს ებრძვისახალგაზრდა მსახიობი ვეკო ბუჩუკური საფრთხეშია.

ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ და დახმარებისთვის თითოეულ ადამიანს მიმართავენ:

”ყველას გთხოვთ ძალიან!

ჩვენს მეგობარ მსახიობ ვეკო ბუჩუკურს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. 2 წლის უკან მან იმკურნალა ქიმიო-თერაპიის კურსებით და გავიდა რემისიაში, მაგრამ ახლა დაეწყო რეციდივი, რაც საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობს.

დროში ძალიან შეზღუდულები ვართ. გთხოვთ, დავეხმაროთ მას და დავეხმაროთ მის ოჯახს, მის შვილს, რადგან მას ჰყავდეს დედა, ჩვენ გვყავდეს მეგობარი და თქვენ გყავდეთ ერთი გადარჩენილი ადამიანი.”

GE34BG0000000756538700GEL მიმღები ლილი თავშავაძე