მოზარდ მაყურებელთა თეატრი სერბეთში მიემგზავრება

მოზარდ მაყურებელთა თეატრინოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სერბეთში გასტროლზე მიემგზავრება.

9-19 მარტის ჩათვლით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, მე-17 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „სლავია“ გაიმართება.

საერთაშორისო ფესტივალს 9 მარტს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „აურზაური არაფრის გამო“ გახსნის, რომლის რეჟისორიც დიმიტრი ხვთისიაშვილია.

ფესტივალი საკონკურსო ხასიათისაა და საქართველოს გარდა მასში მონაწილეობენ: გერმანიის, ეგვიპტის, ირანის, ალჟირის, მონტენეგროს, რუსეთის, სერბეთისა და ყაზახეთის თეატრალური დასები.