ლეგენდარული იუბერ დე ჟივანში გარდაიცვალა

ლეგენდარული იუბერ დე ჟივენში გარდაიცვალა91 წლის ასაკში მოდის ლეგენდა იუბერ დე ჟივანში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ახლობლებმა ჟურნალისტებს დაუდასტურეს და სთხოვეს, რომ ამ მძიმე წუთებში ისინი არ შეაწუხონ.

უცხოური გამოცემების ინფორმაციით, დიზაინერის დაკრძალვა ვიწრო წრეში გაიმართება.

ჟივანშის ნათესავების განცხადებით კი, დიზაინერი მისთვის უკანასკნელ გზაზე გაცილებისას ყვავილების და გვირგვინების მირთმევის ნაცვლად, იუნესეფისთვის თანხის გადარიცხვით უფრო გაიხარებდა.