კახი კავსაძე: “დამპალი, ძველი, უსიყვარულო ქვეყანა უნდა დაინგრეს!”

კახი კავსაძეგიორგი ლეონიძის ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ გენიალური ფილმი “ნატვრის ხე” გადაიღო. მასში კახი კავსაძე იორამის როლს ასრულებს, რომელიც უკეთესი მომავლის მოლოდინშია.

“არტინფო” გთავაზობთ ნაწყვეტს გიორგი ლეონიძის არაჩვეულებრივი ნაწარმოებიდან, რომელსაც ფილმში კახი კავსაძის გმირი – იორამი წარმოთქვამს:

“იგუგუნე! იქუხე! ჩამოსკდი და ჩამოიქეცი ზეცავ! ჩამოსკდი და ჩამოიღვარე! წალეკე უწმინდობა ამ ქვეყანაზე! ეგრე! ეგრე! გაწმინდე ჰაერი! შეულეწე მტერს გული! სიცოცხლე გვაგრძნობინე!

დაჰქროლე თავისუფლების ქარიშხალო! დაჰქროლე და დაანგრიე ეს უბადრუკი და უნიჭო სინამდვილე! ვიშ, რა სიცოცხლის სუნი დატრიალდა! ვიშ, როგორ ხარობს სული!

დამპალი, ძველი, უსიყვარულო ქვეყანა უნდა დაინგრეს დაუყოვნებლივ! მზად ვარ პირველმა მივიღო ბრძოლა კაცობრიობის თავისუფლებისთვის!”