ირაკლი ნოზაძე: “ასე ვერ გადავრჩებით, ხალხნო!”

ირაკლი ნოზაძე: "ასე ვერ გადავრჩებით, ხალხნო!"ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთი წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო მსახიობ ზაზა პაპუაშვილის გამოსვლას ეხმაურება და ცივი შხაპის აუცილებლობაზე საუბრობს:

“მთავრობა არ უნდა ესაუბრებოდეს თავის ხალხს გაბანტული ტუჩებით გაუგებარ სისულელეებს!
შენ გენაცვალე ზაზა!
ცივი შხაპია საჭირო მართლა!

პ.ს.

მართლა ყელშია ამოსული ასეთი დაქსაქსულობა და ტოტალური გაპოლიტიზირებულობა ხალხის.
ხელოვანი ვარ და ყოველდღე ისეთი რაოდენობით მესმის ეს პოლიტიკა და მუშტიკრივი, რომ ჩემს ბორჯომზე სიმღერა ვეღარ დამიწერია!

ასე ვერ გადავრჩებით, ხალხნო!
იქნებ მოვიკრიბოთ ძალები და ვინც რა საქმეში ვართ მაგრები, ის საქმე ვაკეთოთ!”