ილია ჭავჭავაძის ბარელიეფი ალყაშია

19 მარტი, 2018

ილია ჭავჭავაძის ბარელიეფი ალყაშიამთელი საქართველო გამალებულ მშენებლობაშია. განსაკუთრებული აქტიურობა დედაქალაქშია. თბილისში აღარ დარჩა ადგილი, სადაც მშენებლობა არ მიმდინარეობს. გამონაკლისი არც ჭავჭავაძის გამზირია.

ილია ჭავჭავაძის ბარელიეფი სამშენებლო ღობის ალყაშია მოქცეული და მის გარშემო შენობებიც დანგრეულია და ხეებიც მოჭრილია. რას უპირებენ წმინდანად შერაცხული შემოქმედის ბარელიეფს ამ დროისთვის უცნობია.

ლევან თაქთაქიშვილი:

“აი, ასეთი კაცი გვინდა, სიკვდილის შემდეგაც რომ ხელს ვერ ჰკიდებენ ვერც მის ძეგლს და ვერც ხეს, რომელიც მის ბარელიეფს შემოხვევია.

სახლი დაანგრიეს, სხვა ხეები მოჭრეს. ილიას რა ვუქნათო? ფიქრობენ, ხესაც ჯერ ვერაფერს უშვრებიან… ილია კი ეუბნება ხეს: ნუ გეშინიაო, იყუჩეო…. ზდანევიჩი კი დაიკიდეს, მაგრამ ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენო.”

გააზიარეთ

 
...