ილია ჭავჭავაძე: “სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან”

18 მარტი, 2018

ილია ჭავჭავაძე: "სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან"– სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება, – წერდა ილია ჭავჭავაძე და ქართველებს ამ სამი საუნჯის გაფრთხილებისკენ მოუწოდებდა:

“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას.

ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.”‘

გააზიარეთ

 
...