თენგიზ არჩვაძე ახალი ტიტულის მფლობელია

თენგიზ არჩვაძეარაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი მსახიობი თენგიზ არჩვაძე კიდევ ერთი ახალი ტიტულის მფლობელია.

ხელოვანს უკვე აქვს მინიჭებული საქართველოს სახალხო არტისტის და საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება და რაც მთავარია, ათასობით მაყურებლის უსაზღვრო სიყვარული.

საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ბატონიშვილმა ნუგზარ ბაგრატიონმა კი ქართველი ხალხის უსაყვარლეს მსახიობს, საქართველოს ცოცხალ ლეგენდას, თენგიზ არჩვაძეს თავადის წოდება უბოძა.

ამით საქართველოს სამეფო ოჯახმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა მის მიმართ, როგორც უღირსეულესი პიროვნებისა და არაჩვეულებრივი მსახიობის მიმართ.

თენგიზ არჩვაძე