თამარ მეფის ანდერძი

თამარ მეფექართულ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მონარქის – თამარ მეფის შესახებ თითქმის ყველა ქართველმა იცის ესა თუ ის ისტორია, თუმცა თითქმის არავინ არაფერი იცის მისი ანდერძის შესახებ.

არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორი და შემსრულებელი თემურ ცაგურია თამარ მეფის ანდერძს ლექსად გვთავაზობს:

“მთა-ველიდან – მთა-ველამდე, მტკაველიდან – მტკაველამდე,
შენი მიწა, შენი კერა, ეს ლექსი და ეს სიმღერა,
მთიდან – მთამდე, ციდან – ცამდე საქართველო უნდა გწამდეს!
ხავერდიდან – ჭილოფამდე, ზეიმიდან – ჭრილობამდე,
მთიდან – მთამდე, ციდან – ცამდე, საქართველო უნდა გწამდეს.
უნდა ცვარი ასვა მიწას, უნდა მზე უნათო ვარდებს,
საქართველო დასაფიცად ერთადერთი უნდა გყავდეს,
მთიდან – მთამდე, ციდან – ცამდე საქართველო უნდა გწამდეს!”