ერეკლე დეისაძე მორიგი პროვოკაციით

ერეკლე დეისაძემომღერალი ერეკლე დეისაძე თავის შემოქმედებას ქართული საზოგადოების ფეხის ხმას უწყობს და დროული სიმღერებითა თუ ლექსებით ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

“საზოგადოებას” – ასე ჰქვია მის ახალ სიმღერას, რომელიც ერეკლე დეისაძემ მსმენელს შესთავაზა:

“საზოგადოებას შია
ის რაც საზოგადოებაშია

მსხვერპლის ძიებაშია
მსაჯულის ტყავშია
შეხედავ ქუჩებს
არ მიტევების მარშია.
სუნზე სისხლის სახეს იცვლის
ის ვინც ისვრის ხელებს ისვრის
მიუღებელია, თითქოს პროგრესის მცველია
მათი სკოლის ეზოები სისხლით დანა-სვ(რ)ელია.

საზოგადოებას შია
ის რაც საზოგადოებაშია

მიუხედავად ამის,
მსხვერპლი თვითონ არის,
მოიკრიბავს ძალებს,
ჭამისთვის მზად არის,
დიდებით – ქებით ,
ჩემკენ ნასროლი ქვებით
მე ვაშენებ ერ -ეკლესიას,
– სადაც იბადებით.
და სანამ იბადებით,
იმ ვადებით,
რომელშიც როლი გაქვთ და საუბრობთ ციტატებით,
ციფრების მიმატებით,
სხვადასხვა კლიმატებით
ამ ზღვას კი მე დავიცავ – ახალი პირატებით.”