დავით გარეჯი – მინიმუმ 300 წლის გალავნის კედელი ჩამოშლილია

დავით გარეჯიდავით გარეჯი ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია. ისტორიკოსი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მინიმუმ 300 წლის გალავნის კედელი ჩამოშლილია:

“ძალიან სიმპტომატურია: დავით გარეჯის ლავრაში კანონის დარღვევით ავაშენეთ ახალი ნაგებობები, ერთ ადგილას გავანგრიეთ, ხოლო მეორე ადგილას ჩამოვშალეთ მინიმუმ სამასი წლის გალავნის კედელი. დღემდე არ აღდგენილა.

ქვაბები მეტალოპლასტმასით ამოვაშენეთ და ახლა ვწერთ ევროპანოსტრამ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში შეიყვანა გარეჯი და მასზე ევროპელები იზრუნებენო. ეს საამაყოა?”