გურამ ფირცხალავა ამას ნამდვილად არ იმსახურებს

გურამ ფირცხალავა ამას ნამდვილად არ იმსახურებსმსახიობი გურამ ფირცხალავა ქართულ კინოში ნამდვილად ერთ-ერთი საინტერესო ხელოვანია. მისი მიერ შესრულებული როლები მაყურებელს დღემდე ახსოვს და უყვარს.

ხელოვანის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ, მის მშობლიურ ქალაქ ფოთში გურამ ფირცხალავას ბიუსტი გაიხსნა, თუმცა ბიუსტი მალევე აიღეს, რადგან ფოთის მესვეუების განმარტებით, იგი დასრულებული არ იყო.

უკვე 7-თვეზე მეტია, ფოთის სკვერში გურამ ფირცხალავას ბიუსტისთვის განკუთვნილი კვარცხლბეკი ცარიელია, მსახიობის სახელსა და გვარს კი ასოები აკლია, რასაც მსახიობი ნამდვილად არ იმსახურებს.

როდის დადგამენ გურამ ფირცხალავას დასრულებულ ბიუსტს ფოთის სკვერში, ამ დროისთვის უცნობია.

გურამ ფირცხავალას ბიუსტი