გიორგი ბახუტაშვილი ახალი გამოწვევის წინაშე

გიორგი ბახუტაშვილი მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ახალი გამოწვევის წინაშეა.

“ჩემი ცოლის დაქალებიდან” გაპოპულარულებული მსახიობი მაყურებელმა “ნიჭიერის” ჟიურიშიც იხილა, “იუმორისტულ გადაცემა “მეგობრებშიც” და “ცეკვავენ ვარსკვლავების” კონკურსშიც, სადაც გამარჯვებულიც გახდა.

ახლა კი გიორგი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ წარსდგება, თუმცა სრულიად ახალ და განსხვავებულ ამპლუაში.

ტელეკომპანია “იმედზე” “ღამის შოუ” იწყება. შოუს შემქმნელთა გადაწყვეტილებით, მისი წამყვანი სწორედ გიორგი ბახუტაშვილი იქნება.