გახსოვთ ბურნუთა ფილმიდან “სიყვარული ყველას უნდა”?

გახსოვთ ბურნუთა ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა"?მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ მუსიკალური კომედია “სიყვარული ყველას უნდა” 38 წლის წინ გადაიღო, მისი გმირები – მაყვალა, ბურნუთა, ბაბულა, ხირხალა, ქეთო, გივილო, ბაწრო თუ კოლმეურნეობის თავმჯდომარე დღემდე ყველას ძალიან კარგად ახსოვს.

ბურნუთას როლს ფილმში ვახტანგ ფანჩულიძე ასრულებს, რომელიც დღეს მუშტაიდის ბაღში ერთ-ერთი ატრაქციონის ოპერატორად მუშაობს.

ინფორმაციას ამის შესახებ მსახიობი და დირიჟორი ირაკლი ჩოლოყაშვილი ავრცელებს:

“ბავშვები მუშტაიდში მყავდა…

ჭაღარა მამაკაცს ბარათი გავუწოდე გასატარებლად და პირველი რაც გამახსენდა, “ქართული ოცნება” იყო…

ვახტანგ ფანჩულიძე – კინოდან ატრაქციონებზე…”

გახსოვთ ბურნუთა ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა"?