განო მელითაური ძალადობის მსხვერპლი გახდა

განო მელითაური ძალადობის მსხვერპლი გახდა– საშინელი შეურაცხყოფის და ძალადობის მსხვერპლი გავხდო შუადღის პირველ საათზე დღეს. ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან! – აცხადებს მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური:

“იძებნება Toyota camry ნომრით WW-028 RR. ამ მანქანით მყოფი ორი შუახნის 40 წლამდე არმისული ბიჭი იძებნება სასწრაფოდ! ერთს აქვს ლურჯი თვალები და არის მაღალი! მეორე არ მახსოვს, რადგან საშინლად დასტრესილი და შეშინებული ვარ! ან ცოლები არ გყავთ, ან შვილები, ან დედები და მამები?!

სამარცხვინო ქვეყანა გავხდით! შუა ქუჩაში სავაჭრო ცენტრ ქარვასლასთან სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებენ დღისით, მზისით დაახლოებით 13:10 წუთზე დღეს და ნულია გარშემომყოფთა მხარდაჭერა! 18-20 წლის ბიჭები დგანან სემიჩკას იფურთხებიან და სიცილს იკავებენ, როცა ორი უზრდელი ჯერ მანქანას არ მაჩერებინებს სადგომზე და მერე დედას მაგინებს ყველა ბრუნვაში და მეჭიმება! სად გაქრა კაცობა, ადამიანობა, სოლიდარობა, ზრდილობა?!

კარგად დაიმახსოვრეთ და მომაძებნინეთ ეს არაკაცები! სახელებს და გვარებს ვერ ვიგებ! ერთი რაც გაირკვა არიან “თანამშრომლები”!

მოვითხოვ სახალხოდ იგივე ადგილას მომიხადონ ბოდიში!

ასეთი დაუცველი ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ! ქუჩის ძაღლს არ დაველაპარაკები ასე, რომელიც საკბენად გამოიწევს, ამდენი დამცირება პირველად მივიღე! და რადგან მითხრეს, რომ არიან უწყების თანამშრომლები, აღარ ვიცი აქვს თუ არა აზრი მივმართო პოლიციას! რომ მოვთხოვე იდენტიფიცირება, მასხრად ამიგდეს!

ესაა ჩვენი ნაქები შსს? ეს არის ნაქები პოლიცია? რატომ, ვინ შთააგონა მათ რომ “ქსივები” დაიცავთ?!

მყავს სამი შვილი და ამ ნაძირლების არ მეშინია! ისეთი ცივსისხლიანები იყვნენ, არ გამოკვირდება სახლთან დამხვდნენ ჩუმად. ასე რომ იცოდეთ თუ რამე შემემთხვა ამ მანქანას უნდა მიაკითხოთ!

მინდა, რომ მალე ვიპოვო ეს მოძალადე არაკაცები და თვალებში ჩავხედო!”