გაიცანით უნიჭიერესი ნატალია ნაყოფია

გაიცანით უნიჭიერესი ნატალია ნაყოფიანატალია ნაყოფია ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში სწავლობს. იგი იმ უნიჭიერეს ქართველთაგან ერთ-ერთია, რომელიც განათლებას უცხოეთში ეუფლება.

ნატალია მუსიკალურ წრეებში კარგად არის ცნობილი, ფართო საზოგადოება კი ჯერჯერობით საკადრისად არ იცნობს.

“არტინფო” გაგაცნობთ კიდევ ერთ ნიჭიერ ქართველ მუსიკოსს ნატალია ნაყოფიას, რომელმაც მის მსმენელს თავისი სიმღერა “რეზოლუია” ორწლიანი დაგვიანებით შესთავაზა.

ნატალია ნაყოფია:

“სიმღერა “რეზოლუცია” 2 წლის წინ დავწერე, მაგრამ მხოლოდ ახლა გადავწყვიტე ჩემს მსმენელს გავუზიარო. ეს სიმღერა დამეხმარა ჩემი მუსიკალური ინდივიდუალიზმის შეცნობაში. დიდი მადლობა სართაქ მუდგალის არაჩვეულებრივი აკომპანიმენტისთვის. იმედია მოგეწონებათ.”