გადაცემაში “ცოდნა ფულია” 25 ათასი ლარი გათამაშდა

ლაშა სამჭკუაშვილმა 25 ათასი ლარი მოიგოგადაცემაში “ცოდნა ფულია”, რომლის წამყვანიც მსახიობი დუტა სხირტლაძეა, უმღალესი ფულადი პრიზი – 25 ათასი ლარი გათამაშდა.

სოლიდური თანხა თავისი ცოდნით 24 წლის ლაშა სამჭკუაშვილმა მოიგო.
მან თამაშის ყველა ეტაპი წარმატებით გადალახა და პასუხი გასცა მთავარ შეკითხვას, რომელიც ასე ჟღერდა:
– ოპიორფინი არის მორფინზე რამდენჯერმე ძლიერმოქმედი ნივთიერება, რომელიც პირველად გამოყვეს ადამიანის:
ა) ცრემლიდან; ბე) ლიმფიდან; ცე) ნერწყვიდან; დე) ლიქვორიდან.
ლაშა სამჭკუაშვილმა სწორ პასუხად ცე ვარიანტი დააფიქსირა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა.