აღმოჩენა ხაშურში

აღმოჩენა ხაშურშიხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმაცხოვრში აღმოჩენა გაკეთდა. კვირიკეს ეკლესიასთან ახლოს ადგილობრივებმა გზაზე ქვევრი იპოვნეს.

ინფორმაციას გიორგი ჩუბინიძე ‎ავრცელებს:

“ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმაცხოვში, კვირიკეს ეკლესიასთან ახლოს ადგილობრივებმა გზაზე ეს ქვევრი იპოვეს.

სოფელში გაზი გაყავთ და შესაბამისი მანქანის მუშაობისას იპოვეს. ეს ფოტოები გამომიგზავნეს.

საინტერესოა ქვევრის თარიღი. დიდი ხანია ამ ადგილას ჩვეულებრივი გზა გადის, შესაბამისად, ქვევრი ახალი არ უნდა იყოს. ვის შეიძლება მივმართო, რომ ჩავიდნენ და ტერიტორია შეისწავლონ?”

აღმოჩენა ხაშურში

აღმოჩენა ხაშურში