ალექსანდრე მრელაშვილი – გაიცანით უნიჭიერესი მომღერალი კახეთიდან

ალექსანდრე მრელაშვილისაბედნიეროდ, საქართველო ნიჭიერი ადამიანებით არის სავსე. მათ შორისაა ალექსანდრე მრელაშვილი, რომელიც “რუსთავი 2”-ის ახალ მუსიკალურ პროექტში “მხოლოდ ქართული” მონაწილეობს.

პროექტის ჟიურის წევრები სოფო ნიჟარაძე, გიორგი უშიკიშვილი და მარინა ბერიძე საქართველოს რეგიონებში დადიან და ქართული სიმღერების ყველაზე ნიჭიერ შემსრულებლებს არჩევენ.

რჩეულთა შორის მოხვდა ალექსანდრე მრელაშვილიც, რომელმაც “მხოლოდ ქართულისთვის” კახეთში გამართულ შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

ალექსანდრემ მამუკა ჩარკვიანის “ჩემი აღარა ხარ, მორჩა” გიტარის თანხლებით შეასრულა. კონკურსანტის შესრულება ინტერნეტში განთავსდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.