აკაკი წერეთელი: “უბედურია ის ხალხი, რომელსაც ჰქონია წარსული და ივიწყებს”

24 მარტი, 2018

აკაკი წერეთელი: "უბედურია ის ხალხი, რომელსაც ჰქონია წარსული და ივიწყებს"– უბედურია ის ხალხი, რომელსაც შეგნებული და გამოკვლეული წარსული არა ჰქონია და უცხოვრია ველურად, მაგრამ კიდევ უფრო უბედური და სატირალია ის, რომელსაც ჰქონია წარსული და ივიწყებს,” – წერდა პოეტი და მწერალი აკაკი წერეთელი:

“სჩანს, რომ დამდგარა გადარჯულების გზაზე, სიკვდილი უახლოვდება და დარჩება მისგან მხოლოდ მტვერი “რომელი აღგავის ქარმან პირისაგან ქვეყნისა” და ვისაც კი თავი სასიკვდილოდ არ გადაუდევს და კიდევ ჰსურს განაგრძოს სიცოცხლე, იმან არ უნდა გასწყვიტოს კავშირი წარსულთან.

ყოველგვარი ნაშთი ძველთაგანი, რომელიც კი გვიმტკიცებს ჩვენი წინაპრების გონიერებას და მათ შემოქმედების ძალას, დღესაც კიდევ საჭიროა, შესაწყნარებელი და არა უარსაყოფელი.”