16 მარტი, 2018

ოთო ნემსაძე: “თქვენთან საქვეყნო ვალში ვარ”

ოთო ნემსაძემომღერალი ოთო ნემსაძე თავისი სიმღერებით ულამაზებს მეგობრებს და მსმენელებს ჩვეულებრივ დღეებს, თუმცა მის ცხოვრებაში დადგა დღე, რომელიც მისმა მეგობრებმა განსაკუთრებულ დღესასწაულად აქციეს.

ოთომ საყვარელ ადამიანს მსახიობ სოფო მეძმარიაშვილს სიურპრიზი მოუწყო და მეგობრების დახმარებით ყველაზე ორიგინალურად და ლამაზად სთხოვა ხელი.

ოთო ნემსაძე:

“დიდი მადლობა თქვენ ყველას. თქვენი დიდი ძალისხმევით შევქმენით გუშინდელი დღე. მადლობა ყველა ჩემს და სოფოს მეგობარს. თქვენთან საქვეყნო ვალში ვარ, მეგობრობაშიც და სიყვარულშიც.

ყველა გვიყვარხართ და კიდევ ერთხელ მადლობა.

ყოველთვის თქვენი სოფო და ოთო.”