ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე 28 მარტს მოსკოვში აღარ იმღერებს.
კონცერტში ნანი ბრეგვაძესთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო ეკა მამალაძეს, ვალერი მელაძეს, ნინო ქათამაძეს და თამარ გვერდწითელს. საკონცერტო ნაწარმოებები კი სიმფონიურ ორკესტრს უნდა შეესრულებინა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.
ნანი ბრეგვაძის კონცერტის ჩაშლის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საკონცერტო დარბაზი ”კროკუს სითი ჰოლი” ავრცელებს და განმარტავს, რომ ღონისძიება 5 ივნისისთვის არის გადადებული.