6 მარტი, 2018

მიხეილ ჯავახიშვილი: “ჩვენი ქალაქი იმიტომ ინგრევა, რომ მსხვილმანს დაედევნენ”

მიხეილ ჯავახიშვილიმიხეილ ჯავახიშვილი 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. მისი ნაწარმოებები თუ დღიურში გაკეთებული ჩანაწერები იმდენად ესადაგება დღევანდელ რეალობას, რომ მკითხველი იფიქრებს, მწერალი ახლაც კი ჩვენს გვერდით დადის და თბილისის თითოეული პრობლემა აწუხებსო.

“არტინფო” გთავაზობთ მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერს ქალაქის ნგრევასთან დაკავშირებით, რომელიც XXI საუკუნეში კიდევ უფრო აქტუალურია:

“ჩვენი ქალაქი იმიტომ ინგრევა, რომ მსხვილმანს დაედევნენ (ჯებირი, ხიდი, კოჯრის გზა, აბანოების უბნის დანგრევა) და წვრილმანი კი დაივიწყეს – (ტრამვაი, ქუჩა, შენობა). წვრილმანის და მსხვილმანის თეორია…”