21 მარტი, 2018

მესტიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი და სახელოვნებო სკოლის ხელმძღვანელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

მესტიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი და სახელოვნებო სკოლის ხელმძღვანელი სამსახურიდან გაათავისუფლეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა მესტიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნარგის ნიგურიანი და სახელოვნებო სკოლის ხელმძღვანელი მაია კახიანი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ინფორმაციას მანანა საღლიანი ავრცელებს:

“სამშობლოს სიყვარულისთვის, სვანეთის, საქართველოს მთიანეთის გადარჩენისთვის, ქვეყნის მომავალი კეთილდღეობისთვის მებრძოლი პატრიოტები, მესტიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნარგის ნიგურიანი და სახელოვნებო სკოლის ხელმძღვანელი მაია კახიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა სამსახურიდან გაანთავისუფლა და თვითონ თვითმფრინავით სვანეთიდან გაიქცა, მესტიაში დაძაბული ვითარებაა, სოლიდარობა ნარგის ნიგურიანს და მაია კახიანს!

ქუდზე კაცი ქართველებო, დაიცავით სვანეთი მანქურთებისაგან!

ამჟამად სპეც-დანიშნულების რაზმებით არის გადაჭედილი მესტია.”