1 მარტი, 2018

თემო გოცაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თემო გოცაძემხატვარი თემო გოცაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და განმარტებებს აკეთებს იმ ღია წერილთან დაკავშირებით, რომელზეც თავადაც აქვს ხელი მოწერილი.

თემო გოცაძე:

“ვადასტურებ ხელმოწერას დიპლომატიური კორპუსისადმი გაგზავნილ მიმართვაზე. თუმცა, ხელი მოვაწერე არა იმას, რომ დასავლურმა კურსმა შეაფერხა საქართველოს განვითარება, არამედ იმას, რომ საქართველოს წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია.

აღნიშნული წერილი სრულიად სხვა კონტექსტითა და პოლიტიკური დატვირთვით გამოქვეყნდა, რაც ჩემთვის ყოველმხრივ მიუღებელია.

აქვე ვადასტურებ, რომ საქართველოს დასავლეთისაკენ სწრაფვას ალტერნატივა არ აქვს!

გადავწყვიტე მოვხსნა ჩემი ხელმოწერა აღნიშნული განცხადებიდან.

პატივისცემით, საქართველოს სახალხო მხატვარი თემო გოცაძე.”