17 მარტი, 2018

ბრალდებები მუსიკალურ პროექტს “მხოლოდ ქართული”

ბრალდებები მუსიკალურ პროექტს "მხოლოდ ქართული"მუსიკალური პროექტი “მხოლოდ ქართული” საქართველოში მოგზაურობს და ყველაზე ნიჭიერ კონკურსანტებს არჩევს. ჟიურის წევრები მარინა ბერიძე, სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი პროექტის წამყვანებთან ნიკა გრიგოლიასთან და ილო ბეროშვილთან ერთად საუკეთესოებს შოუში მოხვედრის შანსს აძლევენ.

მომღერალი ბესიკ ნემსაძე შოუს მევსეურებს პოლიტიკურად მოტივირებულებს უწოდებს და სწორედ ამით ხსნის ერთ-ერთი კონკურსანტის ვანო ტურაბელიძის შოუს მიღმა დატოვებას. ვანო ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “ქართული ხმა” მონაწილეობდა და მაშინ გაიცნო მსმენელმა.

ბესიკ ნემსაძე:

“მხოლოდ ქართული” აი, ძალიან დიდ პატივს ვცემდი რ2-ის პროექტებს… მაშინაც კი, როცა “იქს ფაქტორზე” 4 კი მომეცით და საერთოდ არ დამირეკეთ….

მაგრამ დღეს იმ ხალხის გადასვლამ შემდეგ ტურში (ყველას არ ვგულისმხობ ) და ვანო ტურაბელიძის დატოვებამ იმიტომ, რომ “იმედის” პროექტში იყო… სამუდამოდ დაასამარა ჩემი წარმოდგენა თქვენზე…

ნუ, იმაზე, რომ ეს ბიჭი ცუდად მღეროს, ხო საერთოდ ვერც ისაუბრებთ, ამიტომ ჩემი რეკომენდაცია იქნება – ნუ იქნებით პოლიტიკურად მოტივირებულები ყველაფერში.”